შინაარსზე გადასვლა

თეთრკუდა გნუ

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრკუდა გნუ

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Connochaetes gnou (Zimmermann, 1780)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 5228
გავრცელება

თეთრკუდა გნუ,[1] ჩვეულებრივი გნუ ან შავი გნუ (ლათ. Connochaetes gnou) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა.

შეფერილობა მერყეობს მუქი ყავისფრიდან შავამდე. მამლები ფერად უფრო მუქები არიან. ზაფხულის შეფერილობა ბევრად ღიაა, ვიდრე ზამთრისა. როგორც ზოლებიან გნუს, თეთრკუდა გნუსაც ახასიათებს ფაფარი და რბილი წვერი. ფაფარი თეთრია, დაბოლოებებში — შავი, წვერი კი, რომელიც ყბიდან არის მოშვებული — მთლად შავი. კუდი თეთრი აქვს.[2]

სხეულის სიგრძეა 2 , სიმაღლე 111–121 სმ. დედალი ამ ზომებთან შედარებით პატარაა. იწონის 160–270 კგ-ს,[2] საშუალოდ 180 კგ-ს.[3] წყვილი რქა ჯერ ქვევით ეშვება, შემდეგ წინ და ბოლოს უკან, წააგავს კაუჭს. მამლების რქების სიგრძე 78 სმ-მდეა, დედლებისა ცოტათი მოკლეა.

ცხოვრობენ ჯოგებად, რომელშიც რამდენიმე ათეული ცხოველია გაერთიანებული. სეზონური მიგრაციის დროს უზარმაზარ ჯოგებს ქმნიან, ზოგჯერ სხვა ძროხისებრებთან ერთადაც კი. ბინადრობენ ღია სივრცეებში, სადაც ბალახი, ბუჩქები და იშვიათად, ხეებია. თეთრკუდა გნუ აქტიურია დილით და შებინდებისას. იკვებება ბალახოვანი მცენარეებით. მრავლდებიან არასეზონურად. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. შობს 1–2 ხბოს. დედა მათ რძით კვებავს 8 თვის განმავლობაში იმის მიუხედავად, რომ უკვე ერთი კვირის მერე ისინი ბალახით კვებას იწყებენ. ცოცხლობენ 20 წლამდე.

უწინ თეთრკუდა გნუ ფართოდ იყო გავრცელებული მთელ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ამ სახეობის ასობით ათასი ინდივიდი ცხოვრობდა. 1930 წლისთვის, უკონტროლო ნადირობისა და ჰაბიტატის განადგურების გამო, მხოლოდ რამდენიმე ასეული თეთრკუდა გნუ იყო შემორჩენილი.[3] თუმცა, ეროვნულ პარკებში მიღებული ზომების წყალობით, თეთრკუდა გნუს რიცხვი კვლავ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ გადაშენების საფრთხე აღარ ემუქრება, გნუს ეს სახეობა აფრიკის ერთ-ერთ უიშვიათეს ანტილოპად ითვლება.[2]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 194.
  2. 2.0 2.1 2.2 Под ред. С. П. Наумова, А. П. Кузякина. Жизнь животных, том 6 . — Москва: Просвещение, 1971. — Т. 6. — С. 501—502. — 628 с. — 300 000 экз. Архивировано 6 июня 2011 года.
  3. 3.0 3.1 АНТИЛОПЫ — статья из энциклопедии «Кругосвет»